Sunday, 16 December 2012

მეფუტკრეობა-სოფლის მეურნეობის დარგი

                                                                                                                    ( სკები)
მეფუტკრეობა, სოფლის მეურნეობის დარგია, რომლის ამოცანაა ფუტკრის მოშენება ადამიანის კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო პროდუქტების — თაფლის, ცვილის, „რძის“ დინდგელის, ჭეოსა და შხამის მისაღებად. ფუტკარი ჯვარედინმტვერია მცენარეთა განაყოფიერებით ზრდის ხეხილისა და ბაღჩეული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობას, აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.

საქართველოში მეფუტკრეობის სიძველესა და ფუტკრის ოჯახის სიმრავლეზე მიუთითებს ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ისტორიკოსისა და მხედართმთავრის ქსენოფონტეს წერილობითი წყაროები. საქართველოში ძირითადად არსებობდა მეფუტკრეობის 3 ფორმა: ტყიური, ნახევრად შინაური და შინაური. ტყიური მეფუტკრეობის უმარტივესი წესი იყო „კლდის ფუტკრის“ ნაყოფის მოპოვება, რაც საქართველოს მრავალ კუთხეში წარმოადგენდა თაფლისა და ცვილის მიღების მნიშვნელოვან და მუდმივ წყაროს. თაფლისა და ცვილის მოპოვების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო „ხე-ფუტკარზე“ ნადირობა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიური ფუტკრის ან მისი ნაყოფის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ. მას სკის გატეხა, დაშრეტა ან გაქრობა-დანელება ეწოდებოდა, ტყიური მეფუტკრეობის უფრო გაიშვიათებული სახე ფუტკრის ოჯახის შინ წამოყვანა იყო, რაც ფუტკრის პროდუქტების რეგულარულად მოხმარებას ისახავდა მიზნად.
მეფუტკრეობის გაბატონებული ფორმა საქართველოში შინაური მეფუტკრეობა იყო, რომელიც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას და საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს. მეფუტკრეობის ისტორიაში განარჩევენ 3 პერიოდს:


1.ველურ ფუტკარზე ნადირობის;
2.პრომიტიული მეხეურ-გეჯური მეფუტკრეობის;
3.კულტურული მეფუტკრეობის. წყარო

ისტორიული ცნობები მეფუტკრეობის განვითარების შესახებ


                                                   
მსოფლიოში ყველაზე უძველესი ცნობები მეფუტკრეობის შესახებ აღმოჩენილია ესპანეთში,ვალენსიის მთებში,დაბა ბიკორბის გამოქვაბულის კედელზე,სადაც გამოსახულია ფუტკრებზე ნადირობა.მკვლევარები ამ ნახატს ათარიღებენ 15 ათასი წლით ადრე ჩვ.წელთაღრიცხვამდე.

საქართველოში მეფუტკრეობა,როგორც ამას ბიზანტიელი სარდალი და ისტორიკოსი ქსენოფონტე აღნიშნავს,გავრცელებულა IV საუკუნეში.
საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების შესახბ სტატისტიკური ცნობებ არ მოგვეპოვება,მაგრამ მეფუტკრეობის განვითარება დადასტურებულია ისტორიული დოკუმენტებით,სადაც აღნიშნულია,რომ საქართველოდან სხვა პროდუქტებთან ერთად ექსპორტის სახით უხვად გაჰქონდათ თაფლი და სანთელი(ცვილი).
ძველად ჩვენში ფუტკარი საღვთო მწერად იყო მიჩნეული და მას წელიწადში ერთი დღე ეძღვნებოდა.

XVIII საუკუნის ისტორიკოს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით იმ დროს ფუტკარი გავრცელებული ყოფილა საქართველოს ყველა კუხთეში. წყარო

ფუტკრის მოვლა კოშკოვსკის სისტემით

                                                                                                           ( მეფუტკრეები)
ცნობილმა მეცნიერმა და პრაქტიკოსმა მეფუტკრემ ვლადიმერ კაშკოვსკიმ, რომელიც პროფესორ გუბინის ხელმძღვანელობით მუშაობდა კემეროვოს მეფუტკრეობის საცდელ სადგურში, 20 წლიანი შრომის შემდეგ, 1963 წელს გამოსცა წიგნიფუტკრის მოვლის კემეროვოს სისტემა“. მას შემდეგ, ფუტკრის მოვლის ეს პროგრესული სისტემა კაშკოვსკის ან კემეროვოს სისტემის სახელითაა ცნობილი. მასში მინიმუმამდეა დაყვანილი მეფუტკრის სამუშაოები, რაც სამჯერ მეტი ფუტკრის ოჯახის მოვლის საშუალებას იძლევა და იმავდროულად 30-50%-ით ზრდის პროდუქტიულობას. ახლა კი გადავიდეთ ამ პროგრესული სისტემის აღწერაზე.

                                                                                                                   ( სკები )

                               ნაყრიანობა და მთავარი ღალიანობა
უმეტესი რეკომენდაციები მეფუტკრეობის სახელმძღვანელოებში მიმართულია ნაყრობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით, დიდ საფუტკრეებში. ამიტომ კაშკოვსკის სისტემის მიხედვით, არ ებრძვიან განსაკუთრებულად ნაყრიანობას და ნაყრებს იყენებენ როგორც ახალი ჩარჩოების ასაშენებლად, ისე თაფლის შესაგროვებლად. ამასთან ერთად ცდილობენ იყოლიონ საფუტკრეებში ნაყრიანობისადმი ნაკლები მიდრეკილების მქონე ფუტკრის ოჯახები. ამისთვის ახდენენ ადვილად მონაყრე ოჯახების გამოწუნებას, ამრავლებენ მხოლოდ ძლიერ, მაღალპროდუქტიულ ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ მიდრეკილება ნაყრიანობისკენ. ამასთან აძლევენ საკმაოდ ბევრ ჩარჩოს ხელოვნური ფიჭით შენებისათვის, ცვლიან ყოველწლიურად დედებს და წინასწარ აფართოებენ ბუდეს, ღალიანობის დროს თაფლს არ იღებენ (ელოდებიან ღალიანობის დამთავრებას), ამით მეფუტკრეს უმცირდება სამუშაო და არც ფუტკარს ეშლება ხელი მუშაობაში. ცდებით დადგინდა, რომ თაფლის ღალიანობის დროს ამოღება მეფუტკრესაც მძიმე ტვირთად აწვება, ამასთან თაფლის მომწიფებაც, ხანდახან არ შეესაბამება სტანდარტს. ამის მაგივრად თითოეულ ოჯახზე უმჯობესია შექმნათ 36 ბუდის ჩარჩოიანი მარაგი, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ოჯახმა უმტკივნეულოდ დააგროვოს 80-90 კგ თაფლი.

                                                                                                                  (თაფლი)
                                                      თაფლის ამოღება
თაფლიანი ფიჭების ამოღება საკმაოდ შრომატევადია. თითოეული ფიჭის ამოღების ნაცვლად, რეკომენდირებულია დამწიფებული თაფლიანი კორპუსების ან მაღაზიების მთლიანად მოხსნა. ფუტკრის გასარეკად გამოიყენება კვამლი და ჰაერის ნაკადი მტვერსასრუტიდან.

                                                                                      ( ფუტკარი იღებს ნექტარს ყვავილიდან)
                                                 დედების შეცვლა
დედების შეცვლას ახდენენ მთავარი ღალიანობის დაწყების წინ. ამასთან, ძველი დედის მაგივრად, მისი ამოყვანიდან მეორე-მესამე დღეს, ეძლევა მწიფე სადედე. ამის შედეგად იზრდება თაფლის მოპოვება ორი ფაქტორის გამო. პირველი, ეს არის დედის კვერცხისდების შეწყვეტის და მუშა ფუტკრების შიდა სამუშაოებისგან გათავისუფლება, მეორე კი, ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. კაშკოვსკიმ ც2დებით აჩვენა, რომ ის მუშა ფუტკრები, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას ბარტყის გამოზრდაში, 100-150 დღესაც კი ცოცხლობენ. თუ მოსალოდნელია მეორე გვიანი ღალა ძველ დედა ფუტკარს ცალკე გამოყოფენ ორ-სამ ჩარჩო ფუტკართან ერთად და აერთებენ ძირითად ოჯახს მეორე ღალიანობის დაწყების წინ. კაშკოვსკის სისტემა ყოველწლიურად მოითხოვს ვცვალოთ დედა ფუტკრები ყველა ოჯახში, რადგან, როგორც კორობლიოვმა აჩვენა და სხვა ცდებითაც დამტკიცდა, ერთწლიანი დედები 100%-ით გამოიზამთრებენ, ორწლიანებში გამოზამთრების პროცენტი 93-95 %-ია, ხოლო 3 წლიანებში 75-80 %.
                                                                                                   (ფუტკრები)
                              სანაშენე საქმე და ფუტკრის ოჯახების გამრავლება                                                                                                                                                                                          კაშკოვსკის ფუტკრის ოჯახების მოვლის სისტემა წარმოუდგენელია კარგად                         წარმართული სანაშენო საქმის გარეშერადგან კარგად წარმართული სანაშენო საქმე 2 წელიწადში 20-25%-ით ზრდის ფუტკრის ოჯახის და საფუტკრის საერთო პროდუქტიულობასთავისი მეთოდის დამუშავებისას კაშკოვსკი გამოდიოდა იმ მოსაზრებიდანრომ ბუნებრივი გადარჩევა ხელს უწყობს და ავლენს ფუტკრის ოჯახის დადებით თვისებებსამიტომ საფუტკრეში გამრავლებას ახდენენ მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და ძლიერი ოჯახებიდან და მუდმივად გამოიწუნებენ სუსტებსა და დაბალპროდუქტიულ ოჯახებსამასთან ხელს უწყობენ მამალი ფუტკრების გამოყვანას მხოლოდ ძლიერ ოჯახებში და ხელს უშლიან სუსტებსა და საშუალოებშირაც ქმნის საფუტკრის ირგვლივ კარგი გენის მქონე მამალი ფუტკრების მაღალ კონცენტრაციასეს კი ზრდის ახალგაზრდა დედა ფუტკრების დადებითი გენის მქონე მამლებით განაყოფიერების ალბათობასამის შედეგია ისრომ დედა ფუტკრების 2-3 შეცვლის შემდეგ საფუტკრის ყველა ოჯახი აღწევს მანამდე საუკეთესო ოჯახების დონესსანაშენედ არჩეულ ოჯახებს ყოფენ შუაზე სხვა სადედის ან განაყოფიერებული დედის მიუცემლად და აცდიან უდედო ნახევარს თავისით გამოიყვანოს დედაასეთი გაყოფით ჩვენ ვიღებთ ორ გენეტიკურად მონათესავე ოჯახსერთს ძველი დედითხოლო მეორეს მისი ქალიშვილითშემდეგი გაყოფის დროს (რადგან მხოლოდ ძლიერ და პროდუქტიულ ოჯახებს ვყოფთგადაირჩევაგაიყოფა და შესაბამისად გამრავლდება საფუტკრეში მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და გამრავლების უნარის მქონე ოჯახებისუსტები კი გამოიწუნებაგამრავლების მეორე მეთოდია ძლიერი ოჯახის გაყოფის შედეგად მიღებული გაჭირვების სადედეებზე ნაკრები ხელოვნური ნაყრების ჩამოყალიბებარომელიც სხვა ოჯახებისგან მხოლოდ 1-2 ბარტყიან-ჭეოიანი ან თაფლიანი ჩარჩოების დამატებას ითვალისწინებსამ დროსაც მხოლოდ დადებითი გენის მქონე დედა ფუტკრების გამრავლება ხდება საფუტკრეშიკაშკოვსკის მეთოდის გამოყენებით კემეროვოს საცდელი სადგურის ყველა საფუტკრეში შრომის ნაყოფიერება ამაღლდა 3-ჯერხოლო თითოეული საფუტკრის საშუალო თაფლპროდუქტიულობამ 5 ტონას გადააჭარბა.წყარო

ქალაქური მეფუტკრეობა

 ( ფუტკარი ყვავილზე)
ქალაქური მეფუტკრეობა დაკავშირებულია ბუნებრივ მეფუტკრეობასთან.ქალაქელი მეფუტკრეები ცდილობენ ფუტკრები მოიყვანონ ურბანულ ბაღებში,სადაც დამტვერვის გზით ცდილობენ თაფლის მიღებას.ქალაქური მეფუტკრეობა ვითარდებოდა 2000 წლის განმავლობაში.ის იკრძალებოდა:პარიზში,ბერლინში,ლონდონში,ტოკიოსა და ვაშინგტონში,მაგრამ დღეისათვის ის ყველგანაა ლეგალიზებული.
გამოკვლევვებმა აჩვენეს,რომ ქალაქის ფუტკარი უფრო ჯანმრთელია ვიდრე სოფლის ფუტკარი,ნაკლები პესტიციდებისა და მეტი ბიომრავალფეროვნების გამო.ფუტკრებმა შეიძლება ვერ იპოვნონ საკვები ქალაქში და სწორედ ამიტომ მეფუტკრეები ურბანულ ბაღებში რგავენ ისეთ მცენარეებს რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ნექტარს.ურბანული ბაღების საშუალებით უფრო ადვილია ფუტკრების რეპროდუქცია წლის განმავლობაში. წყარო

Wednesday, 12 December 2012

მეფუტკრეობა ფლორიდაში


მეფუტკრეები ფლორიდაში პოულობენ ძალიან ბევრ მიზეზს,რის გამოც მისდევენ ამ ინდუსტრიას.ზოგი მათგანი მისდევს მეფუტკრეობას,იმისთვის რომ აწარმოონ თაფლი და გახდნენ ფინანსურად ძლიერები,ზოგიც იმიტომ,რომ უბრალოდ მოსწონთ ეს საქმე,რადგან ისინი თვლიან,რომ ეს საქმიანობა არის თვალწარმტაცი.

( ფუტკრები ფიჭაზე)
როგორც ყველა პროფესია ესეც მოითხოვს დიდ დროს და შრომას რათა მიაღწიო წარმატებას. ფლორიდაში არის ბევრი ადამიანი,რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას ამ საქმეში და მათი წლიური შემოსავალია მიახლოებით 500$დან 5000$.თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მეფუტკრეები ფლორიდის ნებისმიერ წერტილში,მაგრამ უმეტესი მათგანი არის იმ ადგილებში სადაც ფუტკრები კარგად გრძნობენ თავს.ეს არის ადგილები სადაც იზრდება ისეთი მცენარენარეები რომლებიც ფუტკარს აწარმოებინებენ ბევრ თაფლს.ასეთი მცენარეები ხარობენ აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების ჭაობებში.ამ ჭაობებში ხარობს ჰალმეტა,რომლითაც იკვებება ფუტკარი.ასევე ჩრდილო-დასავლეთში ხარობს ტუპელო და ტიტი.ზოგიერთ მეფუტკრეს ფლორიდაში ჰყავს ფუტკრის ათასობით კოლონია,უმეტესობას ცოტა.15 ან 20 კოლონიას,მოსავლელად სჭირდება შედარებით ნაკლები დრო და შრომა,მაგრამ თუ კარგად მოვუვლით მათაც შეუზლიათ სარგებლის მოტანა . წყარო