Sunday, 16 December 2012

ფუტკრის მოვლა კოშკოვსკის სისტემით

                                                                                                           ( მეფუტკრეები)
ცნობილმა მეცნიერმა და პრაქტიკოსმა მეფუტკრემ ვლადიმერ კაშკოვსკიმ, რომელიც პროფესორ გუბინის ხელმძღვანელობით მუშაობდა კემეროვოს მეფუტკრეობის საცდელ სადგურში, 20 წლიანი შრომის შემდეგ, 1963 წელს გამოსცა წიგნიფუტკრის მოვლის კემეროვოს სისტემა“. მას შემდეგ, ფუტკრის მოვლის ეს პროგრესული სისტემა კაშკოვსკის ან კემეროვოს სისტემის სახელითაა ცნობილი. მასში მინიმუმამდეა დაყვანილი მეფუტკრის სამუშაოები, რაც სამჯერ მეტი ფუტკრის ოჯახის მოვლის საშუალებას იძლევა და იმავდროულად 30-50%-ით ზრდის პროდუქტიულობას. ახლა კი გადავიდეთ ამ პროგრესული სისტემის აღწერაზე.

                                                                                                                   ( სკები )

                               ნაყრიანობა და მთავარი ღალიანობა
უმეტესი რეკომენდაციები მეფუტკრეობის სახელმძღვანელოებში მიმართულია ნაყრობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით, დიდ საფუტკრეებში. ამიტომ კაშკოვსკის სისტემის მიხედვით, არ ებრძვიან განსაკუთრებულად ნაყრიანობას და ნაყრებს იყენებენ როგორც ახალი ჩარჩოების ასაშენებლად, ისე თაფლის შესაგროვებლად. ამასთან ერთად ცდილობენ იყოლიონ საფუტკრეებში ნაყრიანობისადმი ნაკლები მიდრეკილების მქონე ფუტკრის ოჯახები. ამისთვის ახდენენ ადვილად მონაყრე ოჯახების გამოწუნებას, ამრავლებენ მხოლოდ ძლიერ, მაღალპროდუქტიულ ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ მიდრეკილება ნაყრიანობისკენ. ამასთან აძლევენ საკმაოდ ბევრ ჩარჩოს ხელოვნური ფიჭით შენებისათვის, ცვლიან ყოველწლიურად დედებს და წინასწარ აფართოებენ ბუდეს, ღალიანობის დროს თაფლს არ იღებენ (ელოდებიან ღალიანობის დამთავრებას), ამით მეფუტკრეს უმცირდება სამუშაო და არც ფუტკარს ეშლება ხელი მუშაობაში. ცდებით დადგინდა, რომ თაფლის ღალიანობის დროს ამოღება მეფუტკრესაც მძიმე ტვირთად აწვება, ამასთან თაფლის მომწიფებაც, ხანდახან არ შეესაბამება სტანდარტს. ამის მაგივრად თითოეულ ოჯახზე უმჯობესია შექმნათ 36 ბუდის ჩარჩოიანი მარაგი, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ოჯახმა უმტკივნეულოდ დააგროვოს 80-90 კგ თაფლი.

                                                                                                                  (თაფლი)
                                                      თაფლის ამოღება
თაფლიანი ფიჭების ამოღება საკმაოდ შრომატევადია. თითოეული ფიჭის ამოღების ნაცვლად, რეკომენდირებულია დამწიფებული თაფლიანი კორპუსების ან მაღაზიების მთლიანად მოხსნა. ფუტკრის გასარეკად გამოიყენება კვამლი და ჰაერის ნაკადი მტვერსასრუტიდან.

                                                                                      ( ფუტკარი იღებს ნექტარს ყვავილიდან)
                                                 დედების შეცვლა
დედების შეცვლას ახდენენ მთავარი ღალიანობის დაწყების წინ. ამასთან, ძველი დედის მაგივრად, მისი ამოყვანიდან მეორე-მესამე დღეს, ეძლევა მწიფე სადედე. ამის შედეგად იზრდება თაფლის მოპოვება ორი ფაქტორის გამო. პირველი, ეს არის დედის კვერცხისდების შეწყვეტის და მუშა ფუტკრების შიდა სამუშაოებისგან გათავისუფლება, მეორე კი, ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. კაშკოვსკიმ ც2დებით აჩვენა, რომ ის მუშა ფუტკრები, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას ბარტყის გამოზრდაში, 100-150 დღესაც კი ცოცხლობენ. თუ მოსალოდნელია მეორე გვიანი ღალა ძველ დედა ფუტკარს ცალკე გამოყოფენ ორ-სამ ჩარჩო ფუტკართან ერთად და აერთებენ ძირითად ოჯახს მეორე ღალიანობის დაწყების წინ. კაშკოვსკის სისტემა ყოველწლიურად მოითხოვს ვცვალოთ დედა ფუტკრები ყველა ოჯახში, რადგან, როგორც კორობლიოვმა აჩვენა და სხვა ცდებითაც დამტკიცდა, ერთწლიანი დედები 100%-ით გამოიზამთრებენ, ორწლიანებში გამოზამთრების პროცენტი 93-95 %-ია, ხოლო 3 წლიანებში 75-80 %.
                                                                                                   (ფუტკრები)
                              სანაშენე საქმე და ფუტკრის ოჯახების გამრავლება                                                                                                                                                                                          კაშკოვსკის ფუტკრის ოჯახების მოვლის სისტემა წარმოუდგენელია კარგად                         წარმართული სანაშენო საქმის გარეშერადგან კარგად წარმართული სანაშენო საქმე 2 წელიწადში 20-25%-ით ზრდის ფუტკრის ოჯახის და საფუტკრის საერთო პროდუქტიულობასთავისი მეთოდის დამუშავებისას კაშკოვსკი გამოდიოდა იმ მოსაზრებიდანრომ ბუნებრივი გადარჩევა ხელს უწყობს და ავლენს ფუტკრის ოჯახის დადებით თვისებებსამიტომ საფუტკრეში გამრავლებას ახდენენ მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და ძლიერი ოჯახებიდან და მუდმივად გამოიწუნებენ სუსტებსა და დაბალპროდუქტიულ ოჯახებსამასთან ხელს უწყობენ მამალი ფუტკრების გამოყვანას მხოლოდ ძლიერ ოჯახებში და ხელს უშლიან სუსტებსა და საშუალოებშირაც ქმნის საფუტკრის ირგვლივ კარგი გენის მქონე მამალი ფუტკრების მაღალ კონცენტრაციასეს კი ზრდის ახალგაზრდა დედა ფუტკრების დადებითი გენის მქონე მამლებით განაყოფიერების ალბათობასამის შედეგია ისრომ დედა ფუტკრების 2-3 შეცვლის შემდეგ საფუტკრის ყველა ოჯახი აღწევს მანამდე საუკეთესო ოჯახების დონესსანაშენედ არჩეულ ოჯახებს ყოფენ შუაზე სხვა სადედის ან განაყოფიერებული დედის მიუცემლად და აცდიან უდედო ნახევარს თავისით გამოიყვანოს დედაასეთი გაყოფით ჩვენ ვიღებთ ორ გენეტიკურად მონათესავე ოჯახსერთს ძველი დედითხოლო მეორეს მისი ქალიშვილითშემდეგი გაყოფის დროს (რადგან მხოლოდ ძლიერ და პროდუქტიულ ოჯახებს ვყოფთგადაირჩევაგაიყოფა და შესაბამისად გამრავლდება საფუტკრეში მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და გამრავლების უნარის მქონე ოჯახებისუსტები კი გამოიწუნებაგამრავლების მეორე მეთოდია ძლიერი ოჯახის გაყოფის შედეგად მიღებული გაჭირვების სადედეებზე ნაკრები ხელოვნური ნაყრების ჩამოყალიბებარომელიც სხვა ოჯახებისგან მხოლოდ 1-2 ბარტყიან-ჭეოიანი ან თაფლიანი ჩარჩოების დამატებას ითვალისწინებსამ დროსაც მხოლოდ დადებითი გენის მქონე დედა ფუტკრების გამრავლება ხდება საფუტკრეშიკაშკოვსკის მეთოდის გამოყენებით კემეროვოს საცდელი სადგურის ყველა საფუტკრეში შრომის ნაყოფიერება ამაღლდა 3-ჯერხოლო თითოეული საფუტკრის საშუალო თაფლპროდუქტიულობამ 5 ტონას გადააჭარბა.წყარო

No comments:

Post a Comment